Wednesday, February 18, 2009
მენტორობა არის მასწავლებლობის მაძიებლობის პერიოდში გამოცდილი მასწავლებლის მიერ მაძიებლისათვის გაწეული მიზანმიმართული დახმარება. მენტორს გააჩნია პედაგოგიური ცოდნა და გამოცდილება, რომელსაც უზიარებს სპეციალურად განსაზღვრულ ვადებში.
მენტორობა რთული და მრავალკომპონენტიანი პროცესია. ეფექტური მენტორობა მნიშვნელოვნად არის დამოკიდებული მაძიებლის მოტივაციაზე და საუნივერსიტეტო ხარისხზე, მენტორის მიდგომებსა და კომპეტენციებზე, სკოლის სტრუქტურის მახასიათებლებსა და მრავალ ფაქტორზე. მენტორობის მოდელი განსხვავდება იმის მიხედვით, თუ ვინ იღებს პასუხისმგებლობას ამ პროცესის ეფექტურობაზე, ვინ არის ჩართული ამ პროცესში, სად რა პერიოდში მიმდინარეობს.
რთულია იმის წარმოდგენა, რომ ახალბედა მასწავლებელი დამოუკიდებლად შეძლებს მაძიებლობის პერიოდისათვის გათვალისწინებული ყველა ამოცანის გადაჭრას. ამის გამო პროფესიონალის მხრიდან მიზნობრივი დახმარება აუცილებლობას წარმოადგენს.
გამოცდილი მასწავლებლის მიერ სპეციალურად ორგანიზებულ სადემონსტრაციო გაკვეთილებზე დასწრება განსაკუთრებით მნიშვნელოვანია მაძიებლობის პერიოდის პირველ ფაზაზე. სწორედ ასეთ გაკვეთილებზე დაკვირვებით უყალიბდება მაძიებელს ეფექტური სწავლებისა და სწავლის ნათელი სურათი. მოგვიანებით კი მაძიებელი მენტორთან ერთად გეგმავს და ატარებს გაკვეთილებს, საბოლოოდ ის ემზადება სადემონსტრაციო გაკვეთილის ჩასატარებლად.
ალბათ სასიამოვნოა კოლეგა მენტორების მიერ ერთობლივად ჩატარებული გაკვეთილების დემონსტრირება ახალბედა მასწავლებლებისათვის. როგორც თანამშრომლობის ერთ-ერთი საუკეთესო მაგალითი.
თბილისის 52-ე საჯარო სკოლაში მე-3 კლასში სტუმრად იმყოფებოდა მენტორი ადიგენიდან ქეთევან გოგრიჭიანი, რომელთან ერთადაც დაიგეგმა და ჩატარდა გაკვეთილი ბუნებისმცოდნეობაში.
Subscribe to:
Posts (Atom)